Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 39 ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება. 1. აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია ვალდებულია შეადგინოს და საჯაროდ გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საპენსიო სქემის წესები თითოეული საპენსიო სქემისთვის; ბ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი და ინფორმაცია საპენსიო აქტივების მართვის შესახებ; გ) წლიური ანგარიში თითოეული ფინანსური წლისთვის; დ) ნახევარი წლის ანგარიში ფინანსური წლის 180 კალენდარული დღისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მონაწილეებს მიაწოდონ საპენსიო სქემის წესები და წლიური/ნახევარი წლის ანგარიშები მათი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. ეს მასალები მონაწილეებს, ხოლო ბენეფიციარებს − შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეწოდოთ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 39 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები თითოეული მონაწილისთვის აწარმოებენ პირად საპენსიო ანგარიშს და ვალდებული არიან კვარტალში ერთხელ მაინც თითოეული მონაწილისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აღნიშნულ ანგარიშზე არსებული აქტივების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში ასახავს განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, საინვესტიციო მოგებასა და ზარალს. პირადი საპენსიო ანგარიშის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველდღიურად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაწილეებს, ხოლო ბენეფიციარებს − შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეწოდოთ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. 4. საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული არიან შეადგინონ და თითოეულ მონაწილეს მიაწოდონ საპენსიო სარგებლის შესახებ ანგარიში, რომელიც უნდა იყოს ზუსტი, განახლებული და ყველა მონაწილისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით, ან მატერიალური ფორმით, სულ მცირე ყოველწლიურად. ნაბეჭდი ასლი მონაწილეებს უნდა გადაეცეთ მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ ინფორმაციასთან ერთად, ელექტრონული საშუალებებით. ამასთანავე, საპენსიო სარგებლის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 39 ა) მონაწილის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, მკაფიო მითითებას ამ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის შესახებ; ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდებას, მის საკონტაქტო ინფორმაციას და საპენსიო სქემის ზუსტ მონაცემებს; გ) საპენსიო სარგებლის სამომავლო პროგნოზების შესახებ და მითითებას იმაზე, რომ ეს პროგნოზები შეიძლება განსხვავდებოდეს მიღებული სარგებლის საბოლოო მაჩვენებლისგან. პროგნოზები ეფუძნება ეკონომიკურ სცენარებს, კერძოდ, საუკეთესო შეფასების სცენარსა და არახელსაყრელ სცენარს, საპენსიო სქემისა და მისი საინვესტიციო სპეციფიკის გათვალისწინებით; დ) უპირობო უფლებების მინიჭების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აკუმულირებული საპენსიო შენატანების შესახებ; ე) საპენსიო სქემაში დამსაქმებლისა და მონაწილის მიერ სულ მცირე ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, საპენსიო სქემისა და მისი საინვესტიციო სპეციფიკის გათვალისწინებით; ვ) პირად საპენსიო ანგარიშებზე არსებულ საპენსიო აქტივებზე გამოქვითული ნებისმიერი ხარჯის შესახებ დეტალურ ინფორმაციას; ზ) წლიური ანგარიშგების, საინვესტიციო პოლიტიკის, ანუიტეტის და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში მისაღები საპენსიო სარგებლის შესახებ დამატებით ინფორმაციას, მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 39 5. სამსახური ნორმატიული აქტით ადგენს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის შედგენისა და მიწოდების წესს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები/ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და უნდა იყოს მკაფიო და გასაგები თითოეული მონაწილისთვის. |