Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება. ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი − 18 წლამდე არასრულწლოვანი; ბ) მოზარდი − ბავშვი 10 წლიდან 18 წლის მიღწევამდე; გ) ოჯახი − საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისგან; დ) მშობელი − ბავშვის დედა ან/და მამა; ე) მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვი − ბავშვი, რომელზედაც ნებისმიერი მიზეზის ან გარემოების გამო მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი სადღეღამისო ზრუნვას არ ახორციელებს; ვ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა − ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემისა და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ერთობლიობა: |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 ვ.ა) ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა − სოციალური კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სისტემებში არსებული საქართველოს კანონმდებლობა, სხვა მარეგულირებელი ნორმები, პოლიტიკა და მომსახურებები, რომლებიც ემსახურება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და აღმოფხვრას. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა მხარს უჭერს და აძლიერებს ბავშვს და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელ პირებს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისა და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა ემსახურება განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემებში, ოჯახში და ნებისმიერ სხვა ადგილზე ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მისი ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრას; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 ვ.ბ) ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემა − სახელმწიფოს მიერ მიღებული საკანონმდებლო, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა ზომების ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება ბავშვის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობის გაძლიერებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მისი ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობით, ბავშვის აზრის მოსმენითა და მონაწილეობის უზრუნველყოფით, უთანასწორო მოპყრობის გარეშე; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები − ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემისა და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამები, რომლებიც ემსახურება ბავშვთა, მათ შორის, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დანაშაულის მსხვერპლი ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, გაძლიერებისა და დაცვის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას მათი საუკეთესო ინტერესების, მონაწილეობის, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, სათანადო საცხოვრებელი პირობების, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, უთანასწორო მოპყრობის გარეშე; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 თ) ბავშვის საუკეთესო ინტერესები − ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით; ი) ალტერნატიული ზრუნვა − სახელმწიფოს მიერ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის ოჯახური ზრუნვის ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და უპირატესად ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს, ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელი განვითარების, აზრის მოსმენისა და მონაწილეობის და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს; კ) რეზიდენტული ზრუნვა − ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გამოიყენება შეძლებისდაგვარად უმოკლესი ვადით უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსება ან შვილად აყვანა შეუძლებელია; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 ლ) განათლების ინკლუზიური სისტემა − განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბრად მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების ან/და უნივერსალური დიზაინის გამოყენებით; მ) ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება − მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული; ნ) გონივრული მისადაგება − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც არ იწვევს არათანაზომიერი ვალდებულების წარმოშობას და უზრუნველყოფს ყველა ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად რეალიზებას; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 ო) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამის, მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც მას ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისე, რომ ადაპტირება და სპეციალური დიზაინის გამოყენება აუცილებელი არ არის. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად მისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდებას ან/და სხვაგვარად ხელის შეწყობას; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 პ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 3 ჟ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვი – ბავშვი, რომელზედაც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის შესაძლებლობას, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზროს სხვადასხვა გამოწვევა, წინააღმდეგობა გაუწიოს და გაუმკლავდეს მათ და აღიდგინოს რესურსები, მათ შორის, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებულება, ბავშვობისას მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა, ძალადობა და მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები. |