Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 13059 საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბავშვის დაბრუნება ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენება. 1. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს მეურვეობის უფლება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც არამართლზომიერად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოდან ან არამართლზომიერად იმყოფება საქართველოში, უფლებამოსილია ბავშვის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს. 2. პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს. 3. „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მიმართვიანობის (რეფერირების) და აღსრულების პროცედურებს“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. წიგნი მეექვსე მემკვიდრეობის სამართალი |