Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 152 აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება. 1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხი შეიძლება დააყენონ სააღსრულებო წარმოების მხარეებმა ან/და თავად აღმასრულებელმა. 2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს. 3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით. |