FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  11413

სალოცმანო სამსახურის საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
1. სალოცმანო მომსახურების გაწევისას მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის მიუწოდებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. სალოცმანო მომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობისა და მათი პარამეტრების შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ლოცმანის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სათანადო ხელსაწყოების გამოყენების გარეშე განხორციელება − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
6. ლოცმანის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენი შემოწმების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  11413

7. სალოცმანო კატარღის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
9. მობუქსირე/საბუქსირო გემთან მუშაობის წესის დარღვევა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.