FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  511

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა.
1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ კანონის 52-1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, მთლიანად, პირდაპირი გადაპირების წესით, უკონკურსოდ, რისთვისაც დებს პირდაპირი გადაპირების შესახებ ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.
2. კომისიის გადაწყვეტილებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ გადაპირების მსურველს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

article  511

4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ.
5. კონკურსის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას კონკურსის ჩატარების მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად გადაცემის მიზნით.