Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 59 -1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი. 1. სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე უნდა განისაზღვროს მისი ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი. ამ პირს უნდა ჰქონდეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი. 2. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად განაახლოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, შეაჩეროს მისი მოქმედება ან გააუქმოს ის. 3. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც იგი ახორციელებს. 4. სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დგინდება ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ თავისი ფუნქციების დელეგირების წესი და ამ წესისგან გამონაკლისი შემთხვევები. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 59 5. სააგენტო ახორციელებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას თავის მიერ დამტკიცებული ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება. 7. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სავალდებულო სერტიფიცირების შემთხვევები (მათ შორის, გამონაკლისი შემთხვევები) განისაზღვრება სარკინიგზო უსაფრთხოების წესით. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 59 მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი დებულებანი. 1. რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს. ამ ზონებში უცხო პირთა ყოფნა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, აკრძალულია. მომეტებული საშიშროების ზონაში ყოფნის, იქ სამუშაოების შესრულების, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრაობისა და გადასვლის წესებს ადგენს რკინიგზა. 2. მგზავრთა მომსახურება, აგრეთვე მოძრავი შემადგენლობა (მათ შორის, სპეციალიზებული), კონტეინერები, ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტები, სხვა ტექნიკური საშუალებები და მექანიზმები უნდა შეესაბამებოდეს მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების, შრომისა და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით. 3. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევათა კლასიფიკაციის, სამსახურებრივი მოკვლევისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს რკინიგზა. 4. სარკინიგზო მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბრალეულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |