Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 27 ეროვნული კომისიის კომპეტენცია მომსახურების სფეროში. 1. ეროვნული კომისია საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ კანონით. 2. პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობას არეგულირებს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 3. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად; ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა; დ) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება, რომლებიც არეგულირებს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; ე) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება; |
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 27 ვ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ ამ კანონის ან ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრება; ზ) პირველადი წყალმოსარგებლის რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა; თ) პირველადი წყალმოსარგებლისთვის, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტის დამტკიცება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სათანადოდ შესრულებისთვის; ი) პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) პირველადი წყალმოსარგებლის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე. 4. ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევის შემთხვევაში წერილობით გააფრთხილოს იგი ან დააკისროს მას 5 000 ლარიდან 75 000 ლარამდე ჯარიმა. ამ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველად წყალმოსარგებლეს გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს. |