FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  531

საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამოწმოს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, მათ შორის, კაფე, რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმრო ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილი.