Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 27 პროკურორის სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წარმოებაში. 1. პროკურორი უფლებამოსილია აღძრას სარჩელი რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პროკურორი უფლებამოსილია აღძრას სარჩელი რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. |