Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 23 დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს). 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დროებითი დაცვის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება დროებითი დაცვა, თუ: ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა; ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით; გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა; დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან. |