FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის სკოპინგის პროცედურა.
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადი და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკოპინგის ანგარიში. სკოპინგის განაცხადი უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი/შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტი.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

2.  სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
3. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

4. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევისას ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადს უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
5. სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესით იხილავს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადსა და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები.
6. საზოგადოებას უფლება აქვს, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, წარუდგინოს სააგენტოს მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ განაცხადსა და სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სკოპინგის დასკვნის გაცემისას სააგენტო განიხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

7.  სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან არაუადრეს მე-10 სამუშაო დღისა და არაუგვიანეს მე-15 სამუშაო დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის და უზრუნველყოფს მისი ორგანიზების, მათ შორის, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, ხარჯების ანაზღაურებას. სააგენტო წარმართავს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

8. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ  კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
9. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე სამუშაო დღისა და არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 21-ე სამუშაო დღისა სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

11. სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე სააგენტო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით.
12. საქმიანობის განმახორციელებლისთვის სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას.
13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში ვერ მიიღებს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.
14. ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  12

15.  სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი (მათი) ნაბეჭდი ეგზემპლარის (ეგზემპლარების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
16. თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა.