Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 40 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება. 1. საქართველოს მოქალაქეებს და მათ გაერთიანებებს, რომელთა წინაპრებისა და მათი მკვიდრი საბინადრო გარემო და ცხოვრების ტრადიციული წესი დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, უფლება აქვთ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობისა ტერიტორიებზე, სადაც ისინი ტრადიციულად არიან დასახლებული და ეწევიან სამეურნეო საქმიანობას. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება მოიცავს: ა) ცხოველთა სამყაროს სამონადირეო სავარგულების პირველ რიგში არჩევის და მის ფარგლებში სამონადირეო მეურნეობის შექმნის უპირატეს უფლებას; ბ) განსაკუთრებულ უფლებას ცხოველთა სამყაროს განსაზღვრული ობიექტების და მათი ცხოველქმედების პროდუქტების მოპოვებაზე. 3. თუ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ტრადიციულად დასახლებულია და ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ეწევა მოსახლეობის ორი ან მეტი ჯგუფი, რომელსაც აქვს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლება, ამ უფლების გამოყენების სფერო განისაზღვრება მოსახლეობის აღნიშნულ ჯგუფებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 4. აკრძალულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით პრიორიტეტული სარგებლობის უფლების გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის, რომელიც მითითებული არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 40 5. იმ რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება განხორციელდეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლება, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ”. |