FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  2

ტერმინების განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს – გამოყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან;
    ბ) სახელმწიფო საზღვრის დაცვა – სამართლებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო, საინჟინრო-ტექნიკური, სარეჟიმო, ორგანიზაციული, ეკოლოგიური, სანიტარიული და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას, სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დადგენილი წესების შესრულებასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას;
    გ) სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი – სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესი; საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა სამხედრო და არასამხედრო გემების საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში ყოფნისა და ცურვის წესები, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე სარეწი და სხვა საქმიანობის, სხვადასხვა სამუშაოთა წარმოების წესები; გ-1) (ამოღებულია);
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  2

დ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი, არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საერთაშორისო სამდინარო და საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, რელიეფის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო ზონა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 30 კილომეტრით;
    ე) სასაზღვრო ზოლი – არა უმეტეს 500 მეტრის სიგანის სასაზღვრო ზონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვარს;
    ვ) საჰაერო სივრცე - საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე საჰაერო სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი;
    ზ) საჰაერო ხომალდი – ძრავიანი ან უძრავო საფრენი აპარატი;
    თ) საჰაერო მიმოსვლა – ორ სახელმწიფოს შორის (რომელთაგან ერთი საქართველოა) საჰაერო ხომალდით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  2

ი) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
    კ) კარანტინი – ადამიანების, ცხოველების, ტვირთის, სათესლე და სარგავი მასალის, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქტების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა;
    ლ) სახელმწიფო საზღვრის ფიზიკური და ტექნიკური დაცვა – სახელმწიფო საზღვრისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობის (შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
    მ) პორტი – ზღვის სანაპიროს მონაკვეთი და მიმდებარე წყლის სივრცე, რომელიც აღჭურვილია სანაოსნო საშუალებების შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის, სატვირთო და სხვა სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო მუდმივი მოწყობილობებითა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებით და რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  2

ნ) სამხედრო გემი – რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელსაც მეთაურობს ამ სახელმწიფოს საზღვაო-სანაოსნო ოფიცერთა სიაში ან სხვა ამგვარ დოკუმენტში შეტანილი სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი კუთვნილების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნები და უნდა ჰყავდეს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი;
    ო) სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს – ნებისმიერი სახელმწიფოს სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობისათვის;
    პ) ატომური გემი – ნებისმიერი სანაოსნო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ატომური ენერგეტიკული დანადგარით ან შეიარაღებულია ატომური იარაღით, ანდა რომელსაც გადააქვს ბირთვული ან სხვა მომწამვლელი ნივთიერება;
    ჟ) გემის შემოწმება – სანავიგაციო და სანაოსნო საშუალების, აგრეთვე ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთის დოკუმენტების, აუცილებლობის შემთხვევაში კი გემის სათავსების შემოწმება;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

article  2

რ) სასაზღვრო ინციდენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათის იყოს.