Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 19 ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები. 1. ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით. 2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. 3. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში; ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს; |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 19 გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლუატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის, ობიექტზე ტექნოლოგიურ ი პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს, რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკური ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის, მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას); დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელსა ჯარიმებს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარია. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 19 4. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე მომხდარი დარღვევის ან/და უბედური შემთხვევის გამო, თუ დარღვევა ან/და უბედური შემთხვევა პირდაპირ არ არის გამოწვეული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქმედებით. 6. ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს. 7. ინსპექტირების ორგანოს მიერ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის დადასტურების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციის განახლების შესახებ და ამოიღებს მას მონიტორინგის ნუსხიდან. 8. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებამ შეიძლება გაზარდოს საფრთხე, ან შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის ბუნებიდან გამომდინარე. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 19 9. შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება უზრუნველყოფს საფრთხის აღმოფხვრას, ობიექტის მფლობელს უფლება აქვს, განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია შეუსაბამობის გამოსწორების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამ შემთხვევაში შეუსაბამობის გამოსწორების ვალდებულება უქმდება და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში და აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექსპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას. 10. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. 11. დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად. 12. თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 13. მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 19 14. მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 15. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. 16. მითითების დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 17. ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში. 18. ობიექტის ადგილზე კონტროლის უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 19 19. ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირების ჩატარებისათვის. 20. ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. 21. ინსპექტირების ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 22. ობიექტის მფლობელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს ობიექტის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 23. ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. |