Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 1 კოდექსის მიზანი. 1. ამ კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის: ა) ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას; ბ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვას, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე; გ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფას, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას, ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით − მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდას; დ) ბავშვის სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე ორიენტირებას; |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 1 ე) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას; ვ) ბავშვის შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობაზე, ორიენტირებას; ზ) ბავშვის მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე, ორიენტირებას. |