FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  96

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი.
1. ამ კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
2. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ეს ვადა უნდა იყოს სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 3 წლისა.
3. თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია არ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს წერილობითი შენიშვნა მისცეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუ დამრღვევმა იგივე ქმედება ჩაიდინა ამ პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ წერილობითი შენიშვნის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში.
4. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზნებისთვის პასუხისმგებელ პირად მიიჩნევა:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  96

ა) ფიზიკური პირი, რომელმაცშესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება მიიღო/განახორციელა; ბ)კოლეგიური ორგანოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების მიღებას/განხორციელებას, – თუ გადაწყვეტილება/ქმედება კოლეგიურად იქნა მიღებული/განხორციელებული.