FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

წყლის შესახებ

article  56

3. ნატურალური მინერალური წყალი არის გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, დებიტი და რომლის მარაგი დამტკიცებულია. მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
4. წარმოებული (ჩამოსხმული) ნატურალური მინერალური წყალი შეიძლება იყოს გაზირებული და არაგაზირებული. გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი მასში ნახშირორჟანგის წარმოშობისა და შემცველობის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
    ა) ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი – ნატურალური მინერალური წყალი, რომელშიც ნახშირორჟანგის შემცველობა მისი ჩამოსხმის შემდეგ ისეთივეა, როგორც მისი საბადოდან მოპოვებისას. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ნატურალური მინერალური წყალი, რომელსაც დამატებული აქვს იმავე საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგი, თუ დამატებულის რაოდენობა არ აღემატება ჩამოსხმის დროს დაკარგული ნახშირორჟანგის რაოდენობას;
წყლის შესახებ

article  56

წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიები.
1. საქართველოში წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის (ჩამოსხმისათვის) გამოიყენება მხოლოდ სპეციალურად ამ საქმიანობისათვის ვარგისი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები, რომლის საბადოთა ექსპლუატაციის, წყლის პროდუქციის სასაქონლო ნიშნების და შესაფუთი მასალების გამოყენების, აუცილებელი ტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპლუატაციის წესები და წარმოების სანიტარიულ - ჰიგიენური პირობები რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქცია მისი წარმოშობის, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა და დამუშავების ხარისხის მიხედვით კლასიფიცირებულია ოთხ კატეგორიად:
    ა) ნატურალური მინერალური წყალი;
    ბ) სამკურნალო მინერალური წყალი;
    გ) წყაროს წყალი;
    დ) სუფრის წყალი.
წყლის შესახებ

article  56

ბ) საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი–ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც გაზირებულია იმავე საბადოდან მიღებული ნახშირორჟანგით და ნახშირორჟანგის შემცველობა ჩამოსხმულ პროდუქციაში მეტია, ვიდრე საბადოდან მოპოვების დროს.
    გ) გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი – ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად გაზირებულია სხვა საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგით.
5. სამკურნალო მინერალური წყალი არის მინერალური წყალი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამკურნალოდ, რასაც განაპირობებს მისი ძირითადი მინერალური და გაზობრივი შემადგენლობა, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მაღალი შემცველობა და სპეციფიკური თვისებები (რადიაქტიურობა, ტემპერატურა, მჟავიანობა და სხვა).
6. წყაროს წყალი არის გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლის ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა და დებიტი შესაძლოა არ იყოს სტაბილური და მარაგი არ იყოს დამტკიცებული. მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება.
წყლის შესახებ

article  56

7. სუფრის წყალი არის ყველა სხვა წარმოებული (ჩამოსხმული) მიწისქვეშა ან ზედაპირული წყალი. იგი შესაძლებელია მოიპოვებოდეს ერთდროულად რამდენიმე წყლის ობიექტიდან და მისთვის დასაშვებია დადგენილი წესებით განსაზღვრული ყველანაირი დამუშავება.