Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 11 3. გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებული ან/და კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურებას. 5. მცირეწლოვნის ან/და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას. 6. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 11 პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება. 1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 11. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენოს სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გონივრულ ვადაში გადაყვანა, როგორც პრევენციული ღონისძიება. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია. 2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. |