Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
შემოსავლების სამსახურის შესახებ article 15 გარდამავალი დებულებანი. 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცება. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. |
შემოსავლების სამსახურის შესახებ article 15 6. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის. 7. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. |
შემოსავლების სამსახურის შესახებ article 15 8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის. 9. საგადასახადო და საბაჟო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებასთან და მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. 10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე. |
შემოსავლების სამსახურის შესახებ article 15 11. საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“ და „შემოსავლების სამსახური“ ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. |