FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  21

სარიტუალო სამსახურის გაწევა. 1.  დაღუპული (გარდაცვლილი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შეეზღუდათ, და იმავე ომის მონაწილეები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები, სამხედრო სამსახურის ვეტერანები იკრძალებიან დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ნათესავების სურვილით შერჩეულ ადგილებზე (სამხედრო მოსამსახურე იკრძალება მისთვის სამხედრო პატივის მიგებით).
2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. უმუშევარი ვეტერანის დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხდება იმ ორგანოების ხარჯზე, რომლებიც მას პენსიით უზრუნველყოფენ. თუ დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის დაკრძალვის ორგანიზაცას დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრები ან სხვა მოქალაქეები იკისრებენ, მათ ეძლევათ ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.