Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით. აღნიშნული ინიციატივის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. |