FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  21

საბჭო და მისი უფლებამოსილებები.
1. საბჭო არის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ამ კანონით. საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამსახურის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. ამ შემთხვევაში საბჭოში წარმოდგენილი პირები საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. საბჭოს უფლებამოსილებებია:
    ა) ამ კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, დარგობრივ-პროფესიული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა;
    ბ) სამსახურის უფროსისთვის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების წარდგენა;
    გ) სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის კონსულტაციის გაწევა და საბჭოს პოზიციის რეკომენდაციის სახით წარდგენა;
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  21

დ) სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, აგრეთვე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა;
    ე) ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
3. საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს წევრი უნდა იყოს არაპრაქტიკოსი, კომპეტენტური ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, აუდიტის, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან სამართლის სფეროში და ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედის თითო წევრი სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან, პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურები წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  21

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წარდგენილ იქნება თითოეულიდან საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეარჩევს თითო კანდიდატურას პროფესიული ორგანიზაციებიდან, ბიზნესასოციაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცესი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე უნდა იყოს.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში ამტკიცებს მათ.
8. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს რომელიმე წევრი.
9. საბჭოს წევრი არ მონაწილეობს განსახილველი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, თუ დავის საგანთან მიმართებით ინტერესთა შეუთავსებლობა არსებობს. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს საბჭოს შესაბამის წევრს, თუ ეს პირი პირადადაა დაინტერესებული განსახილველი საკითხით.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  21

10. საბჭოს არ აქვს უფლება, განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები, თუ საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობა უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
11. საბჭოს წევრობის კანდიდატი/საბჭოს წევრი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს.
12. საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრს არ აქვთ უფლება, ფლობდნენ წილებს/აქციებს, ხმის უფლებას იმ აუდიტორულ ფირმაში, რომლის საქმიანობის ზედამხედველობაც სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
13. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.
14. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.