Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 11 1. ცხოველის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს. 2. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ ჯიშისაგან წარმოებულ სანაშენე ცხოველს ან სანაშენე მასალას სხვა პირი გამოიყენებს: ა) სელექციონერისათვის ზიანის მიყენების მიზნით; ბ) ცხოველის ჯიშის საკონკურსო ან საწარმოო გამოცდის ჩასატარებლად; გ) ცხოველის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხის დადგენის ან სხვა სახის შემოწმების ჩატარების მიზნით. 3. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ნამეტი პროდუქტი გამოიყენება ცხოველის ჯიშისაგან წარმოებულ პროდუქტად აღიარების გარეშე. |