FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

article  7

ბიოლოგიური ნიმუშის განადგურებისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და წაშლის წესები.
1. ბიოლოგიური ნიმუში ნადგურდება გენეტიკური პროფილის განსაზღვრისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიოლოგიური ნიმუში აღებულია საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებაა. ამ მტკიცებულების შენახვის/განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
2. გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით:
    ა) მსჯავრდებულისა: ა.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით; ა.ბ) მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 50 წლით; ა.გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ა.დ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში − 75 წლით;
    ბ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა: ბ.ა) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 30 წლით; ბ.ბ) მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 10 წლით; ბ.გ) განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − 75 წლით.
3. ბრალდებულის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდება და მისი მსჯავრდების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით ინახება.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ

article  7

4. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ხოლო იმავე მუხლით განსაზღვრული სხვა საფუძვლით გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაში გენეტიკური პროფილი ინახება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კატეგორიას.
5. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული გენეტიკური პროფილი დნმ-ის მონაცემთა ბაზიდან იშლება იმავე პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
6. პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი ინახება ამ პირის გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაში, თუ გენეტიკური პროფილის შენახვისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვადა გასული არ არის.