Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 24 დროებითი დაცვიდან გამორიცხვა. 1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დროებითი დაცვიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ; ბ) მან საქართველოში დროებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; დ) იგი საფრთხეს შეუქმნის: დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 24 3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შეიძლება დროებითი დაცვიდან გამოირიცხოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ამასთანავე, თუ მან წარმოშობის ქვეყანა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი აერიდებინა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის. |