Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 5 მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი. 1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად. |
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 5 2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, ტურიზმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განაკაფი ზოლის მოწყობა/შენარჩუნება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტების) მშენებლობა, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. |
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 5 3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული საქმიანობები და ნებისმიერი სხვა (სამეცნიერო-კვლევითი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. |