FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტურიზმის შესახებ

article  31

ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენება.
1. თუ მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო ვერ სრულდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოვაჭრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ტურისტს, რომელმაც შეიძინა პაკეტი ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. 2.  მოვაჭრის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით მიმდინარე საქმე არ ზღუდავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებას, გამოიყენოს ამ თავით გათვალისწინებული უზრუნველყოფა.
3. უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. უზრუნველყოფის გამოყენებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ა) განსაზღვრავს ტურისტების მიერ ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის ვადას, რომელიც 14 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ტურიზმის შესახებ

article  31

ბ) აგროვებს უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ტურისტების მოთხოვნებს, ამოწმებს დროულად წარდგენილი მოთხოვნების საფუძვლიანობას და შესაძლებლობის შემთხვევაში ტურისტს სთავაზობს პაკეტის გაგრძელებას;
    გ) უზრუნველყოფს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფის გამცემის მიერ უზრუნველყოფის თანხის (თანხების) გონივრულ ვადაში გადახდას.
4. გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პროცედურები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.