FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  9

1. ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს მონაწილისთვის საპენსიო აქტივებზე საკუთრების უპირობო უფლებების მინიჭება არაუმეტეს 5-წლიანი შრომითი ურთიერთობების შემდეგ საპენსიო აქტივების იმ ნაწილზე, რომელიც დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია. თუ შრომითი ურთიერთობა ვადამდე შეწყდა, ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე მონაწილე დასაქმებულს უპირობო უფლებები მიენიჭება ეტაპობრივად, არანაკლებ შემდეგი პერიოდულობითა და ოდენობებით:
    ა) 20% − დასაქმების პირველი წლის დასრულების შემდეგ;
    ბ) 40% − დასაქმების მეორე წლის დასრულების შემდეგ;
    გ) 60% − დასაქმების მესამე წლის დასრულების შემდეგ;
    დ) 80% − დასაქმების მეოთხე წლის დასრულების შემდეგ;
    ე) 100% − დასაქმების მეხუთე წლის დასრულების შემდეგ.
2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მიუხედავად ანაზღაურებისა, ჩაითვლება უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდში.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  9

3. ჯგუფური საპენსიო სქემა შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე მონაწილისთვის უპირობო უფლების მინიჭების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებულ, მაგრამ მისთვის არანაკლებ ხელსაყრელ განრიგს.
4. თუ საპენსიო სქემის წესებით გათვალისწინებული არ არის საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლებების მინიჭების წესი, პირად საპენსიო ანგარიშზე პირველი საპენსიო შენატანების განხორციელების მომენტიდან მონაწილეს ენიჭება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე უპირობო უფლება.
5. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს უნარჩუნდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისთვის საპენსიო აქტივებზე ამ კანონის შესაბამისად არსებული ან მინიჭებული უპირობო უფლებები.
6. დამსაქმებელს ეკრძალება, დასაქმებულის მიმართ განახორციელოს მუქარა ან განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც შელახავს საპენსიო აქტივებზე დასაქმებულის უპირობო უფლებას ან ასეთი უფლების განხორციელების შესაძლებლობას.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  9

7. დამსაქმებელს ეკრძალება, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა საპენსიო აქტივებზე დასაქმებულის უპირობო უფლების წარმოშობის პრევენციის მიზნით. თუ სასამართლო დაადგენს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა უკანონოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდი ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ განხორციელებულ საპენსიო შენატანებზე უპირობო უფლებების მინიჭების პერიოდად.
8. დამსაქმებლის სადამფუძნებლო სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში, რაც გულისხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერი სახის რეორგანიზაციას, აგრეთვე დამსაქმებლის ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში დასაქმებული ინარჩუნებს ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივებზე ამ კანონის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უპირობო უფლებებს.
9. ჯგუფური საპენსიო სქემის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ის საპენსიო შენატანები, რომლებზედაც დასაქმებულს მიენიჭება უპირობო უფლებები, არ შეიძლება დაუბრუნდეს დამსაქმებელს.