Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 3 პალატის მიზნები და ფუნქციები. 1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი მეწარმეების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით შექმნილი საწარმოების საქმიანობის მხარდაჭერით. 2. პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 3 თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აფხაზეთი ს ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება. 3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 3 ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 16.03.2022, №08); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას. 4. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ article 3 5. პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 16 მარტის კანონი N08 - ვებგვერდი, 18.03.2022 წ. |