Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 65 იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა. 1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს არაუმეტეს 45 დღემდე. 3. იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი გარანტიის წარდგენის შემთხვევები და წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს. |