Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 12 საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვა. 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს უფლებები და მოვალეობებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიითა და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია; ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება; გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა; დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა; ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლის და ამ კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლის და ამ კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა; |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 12 თ) ნებისმიერი ტიპის ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების უზრუნველყოფა; ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება; კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა; ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება; მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა; ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება; პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა; ჟ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2469 - ვებგვერდი , 12.06.2014 წ . |