FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  265

კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმი. კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
    1) სხდომის თარიღი და ადგილი;
    2) საქმის განმხილველი ორგანოს დასახელება და შემადგენლობა;
    3) განსახილველი საქმის შინაარსი;
    4) ცნობა საქმის მინაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;
    5) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;
    6) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;
    7) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და მისი გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ. კოლეგიური ორგანოს სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.