Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 22 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ასიგნებების მოცულობა 362940 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 272580 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; ლარი ორგანი-ზაციული კოდი სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. იუსტიციის დეპარტამენტი შეიმუშავებს იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც ეხება იუსტიციის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. სამართალშემოქმედებითი პროცესის შემდგომი სრულყოფა და აფხაზეთის ნორმატიული ბაზისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა. |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 22 აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს პერსპექტიულ-მიზნობრივ პროგრამებს, სამინისტროების, უწყებების, დაწესებულებების და ორგანიზაციების არქივების მუშაობის ორგანიზების სრულყოფისთვის განახორციელებს მათ ნორმატიულ და მეთოდურ უზრუნველყოფას. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ. |