FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

article  9

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
    ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
    ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
    გ) მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად;
    დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.