Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 12 1. მცენარის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, სელექციონერის უფლების მინიჭება აგრეთვე შესაძლებელია მცენარის იმ ჯიშისათვის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის აღარ არის ახალი, იმ პირობით, რომ განაცხადი „საქპატენტში“ შეტანილია ამ კანონის ამოქმედების დღიდან ერთი წლის განმავლობაში და დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა: ა) მცენარის ჯიში შეტანილი იყო ვაჭრობისათვის დაშვებულ მცენარეთა ეროვნულ კატალოგში; ბ) კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში მცენარის ჯიში დაცული იყო სელექციონერის უფლებით, ან კავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში წარდგენილი იყო განაცხადი და ამ განაცხადის წარდგენას მოჰყვა სელექციონერის უფლების მინიჭება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სელექციონერის უფლების მოქმედების ვადა აითვლება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კატალოგში შეტანის დღიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სელექციონერის უფლების მინიჭების დღიდან. შესაბამის შემთხვევებში გამოყენებული უნდა იყოს ამ თარიღებიდან ყველაზე ადრეული თარიღი. |
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ article 12 4. თუ სელექციონერის უფლება მინიჭებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, სელექციონერი ვალდებულია გასცეს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია გონივრული პირობებით, რათა მესამე პირმა შეძლოს გააგრძელოს მცენარის ჯიშის გამოყენება, რაც მას კეთილსინდისიერად ჰქონდა დაწყებული სელექციონერის მიერ განაცხადის „საქპატენტში“ შეტანამდე. |