Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 24 გარდამავალი დებულებები. 1. საბჭო იკრიბება ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. დამოუკიდებელი წევრების არჩევამდე საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში აირჩევა საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრის ჩატარებას. პირველი კენჭისყრის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. დარჩენილ კანდიდატებს შორის ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. მის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. 5. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზღვრის ოდენობა 5 000 ლარია. სააგენტოს უფროსი საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვრის ახალ ოდენობას არაუგვიანეს 2020 წლისა, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე. |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 24 6. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) დამტკიცება. 7. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი შენატანის გადახდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა. 8. ფონდში აკუმულირებული თანხები 2022 წლამდე შეიძლება იყოს ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. |