FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  5

ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა.
1. ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა მოიცავს ტრანსპორტის სფეროში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებსაც.
5. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  5

მუხლი 5-1. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა 1. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო).
3. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების თუ სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს შესაბამისად:
    ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო;
    ბ) გემთმფლობელი;
    გ) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო;
    დ) სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
4. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სატრანსპორტო საწარმო  მოკვლევის ბიუროს ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.
5. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №823 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.