FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  14

1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს მთავრობის სხდომების მეშვეობით.
2. მთავრობის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
3. მთავრობის სხდომას იწვევს, ხელმძღვანელობს და მის დღის წეს­რიგს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ-ერთი მინისტრი.
4. მთავრობის სხდომაში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მთავრობის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირების მოწვევაც.
5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.
6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  14

7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.