FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  85

ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევა.
1. ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა − გამოიწვევს:
    ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
    ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელი გარემოების (გარემოებების) არსებობისას, − გამოიწვევს:
    ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  85

ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.