Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ამნისტიის შესახებ article 4 1. იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, მისთვის სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 2. იმ პირს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. 3. თუ პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარი წერილობით გამოიხმო: ა) სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად სასამართლოსთვის გადაცემამდე აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უარის გამოხმობისთანავე იღებს შესაბამისი პროკურორი; |
ამნისტიის შესახებ article 4 ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ პირის მიმართ განაჩენის გამოტანამდე აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; გ) სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; დ) აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარის გამოხმობის შესახებ წერილობით მიმართავს და მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აღნიშნულ წერილობით მიმართვას: |
ამნისტიის შესახებ article 4 ა) მსჯავრდებულის პირად საქმესთან და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციასთან ერთად უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ბ) მსჯავრდებულის პირად საქმესთან და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციასთან ერთად უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება; გ) სააღსრულებო საქმის მასალებთან ერთად უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა. |