Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ad hoc გადაწყვეტილება – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; ბ) ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ნაცვალგების პირობებით სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების საფუძველია; გ) ინდივიდუალური შეთანხმება – საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცალკეული სახეების დეტალებს; |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 დ) სპონტანური თანამშრომლობა – სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ინიციატივით, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნის გარეშე; ე) მეკავშირე ოფიცერი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში მივლინებული პირი ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვლინებული პირი; ვ) პოლიციის ატაშე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ საქართველოში აკრედიტებული თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოვლინებული პირი; |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 ვ-1) უსაფრთხოების ატაშე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით საზღვარგარეთის ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მივლინებული პირი; ზ) მეკავშირე ოფიცრების ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების ფორუმი – ორგანიზაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც რეგულარულად ან საჭიროებისამებრ იმართება საქართველოში ან საზღვარგარეთის შესაბამის ქვეყანაში მეკავშირე ოფიცრებთან ან/და პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებთან, დანაშაულთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად; თ) modus operandi – დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ან დამნაშავის მოქმედების ან საქმიანობის მეთოდი და კრიმინალური ჩვევა, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფისათვის ან დამნაშავისათვის არის დამახასიათებელი; ი) ძებნისადმი დაქვემდებარებული პირები – დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული, მსჯავრდებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები, აგრეთვე სხვები, ვინც იძებნება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს მიერ და ვისი ადგილმდებარეობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა; |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 კ) ოპერატიული მუშაკი – საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია იმოქმედოს კონსპირაციულად ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის შეგროვების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ლ) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე – მოწმე, დაზარალებული, ბრალდებული, ექსპერტი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილე, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; მ) სხვა პირი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ახლო ნათესავი, მასთან დაკავშირებული პირი ან საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობებით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელიც აცხადებს თანხმობას სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობების თანახმად და რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის კონკრეტული ღონისძიება; |
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 3 ნ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ო) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. |