FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

article  1

კანონის რეგულირების ობიექტი და გამოყენების სფერო.
1. საქართველოს კანონმდებლობა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს , ამ კანონს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს .
2. ამ კანონის მიზანია , ხელი შეუწყოს სანდო ფარმაცევტულ პროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას , რის უზრუნველსაყოფადაც ადგენს ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის რეგულირების სამართლებრივ საფუძვლებს და ამ სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება - მოვალეობებს .
3. კომპლემენტარულ სამკურნალო საშუალებაზე , ბიოლოგიურად აქტიურ დანამატზე და პარასამკურნალო საშუალებაზე ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები გავრცელდება , თუ დაინტერესებული პირი საკუთარი ინიციატივით განახორციელებს მათ ნებაყოფლობით რეგისტრაციას ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმის შესაბამისად .
4. არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალება თავისუფალია ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო რეგულირებისაგან .