FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  15

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება.
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
    ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
    ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
    გ) მძევლების გასათავისუფლებლად;
    დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;
    ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;
    ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;
    ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  15

თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
    ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.
5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:
    ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას;
    ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში;
    გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს;
    დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  15

7. დაუშვებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის სიცოცხლეს.
8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ პირველი შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს, აგრეთვე სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და შეტყობინებას გადასცემს საქართველოს გენერალური პროკურატურის „ცხელ ხაზზე“.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

article  15

10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.