FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  66

საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა.
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება:
    ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი;
    ბ) საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაზიდული საქონელი;
    გ) საქონელი, რომელზედაც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია;
    დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.
3. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია გადამზიდავმა უნდა წარადგინოს. გადამზიდავის ვალდებულების მიუხედავად, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარადგინოს იმპორტიორმა, ტვირთის მიმღებმა ან სხვა პირმა, რომლის სახელითაც მოქმედებს გადამზიდავი, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, რომელსაც შეუძლია ამ საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენა ან რომელმაც წარადგინა იგი აღნიშნულ პუნქტში.
4. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზისთვისაა საჭირო.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  66

5. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემების ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირებისგან მიღება შეუძლებელია, საბაჟო ორგანოს შეუძლია ეს მონაცემები მოსთხოვოს სხვა პირს, რომელსაც აქვს მათი გაცემის უფლება. 6. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია აღნიშნული დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში.
7. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს შეტყობინება, თუ საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემები, რომლებიც ზოგადი დეკლარირების განმახორციელებელი პირის კომპიუტერულ სისტემაშია განთავსებული.
8. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ან ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნით რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  66

9. საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის წესი და ვადა, შემთხვევები, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ ხდება, აგრეთვე დეკლარირებისთვის საჭირო მონაცემების სხვა პირებისთვის მოთხოვნის წესი და შემთხვევები და აღნიშნული პირების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.