Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 340 1. ამ კოდექსის 337-ე მუხლში აღნიშნული და ერთი და იმავე შემთხვევით წარმოქმნილი მოთხოვნებისათვის პასუხისმგებლობის საზღვრებია: ა) სიკვდილით ან დაშავებით გამოწვეული მოთხოვნების მიმართ: 333000 საანგარიშო ერთეული – არა უმეტეს 500 ტონა საერთო ტევადობის გემისათვის; თუ გემი 500 ტონაზე მეტი ტევადობისაა, ამ თანხას ემატება: 501-დან 3000 ტონამდე – 500 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე; 3001-დან 30000 ტონამდე – 333 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე; 30001-დან 70000 ტონამდე – 250 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე; 70000 ტონის ზემოთ – 167 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე; ბ) ნებისმიერ სხვა მოთხოვნათა მიმართ: 167 000 საანგარიშო ერთეული – არა უმეტეს 500 ტონა საერთო ტევადობის გემისათვის; თუ გემი 500 ტონაზე მეტი ტევადობისაა, ამ თანხას ემატება: 501-დან 30000 ტონამდე – 167 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე; 30 001-დან 70 000 ტონამდე – 125 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე; 70 000 ტონას ზემოთ – 83 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე. |
საზღვაო კოდექსი article 340 2. როცა შემთხვევამ გამოიწვია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მოთხოვნები, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანი ს ანაზღაურების მოთხოვნის გადასახდელად, მაშინ ასეთ მოთხოვნათა აუნაზღაურებელი ნაწილი პროპორციულად დაიფარება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ნაჩვენები თანხიდან სხვა მოთხოვნებთან ერთად. 3. ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განეკუთვნება სიკვდილის ან ადამიანთა ჯანმრთელობის შერყევის შედეგებით წარმოქმნილ მოთხოვნას. 4. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრების დასადგენად 300 ერთეულზე ნაკლები ტევადობის გემი ითვლება 300 ერთეულის ტევადობის მქონე გემად. |