Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ზოგადი განათლების შესახებ article 635 საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. |
ზოგადი განათლების შესახებ article 635 მუხლი 63-6. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარება 1. ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. 2. აღიარებულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე პირის მიერ მიღებული განათლება, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. |
ზოგადი განათლების შესახებ article 635 მუხლი 63-7მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად 2018 წლის 15 სექტემბრამდე დანიშნულ პირზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. |