FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  38

ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები.
1. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია – მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს (სამართალდამრღვევს) იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  38

21. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 57-1 მუხლით, 57-3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 57-4, 63-ე, 66-ე, 66-2–66-5 და 79-1–79-3 მუხლებით, 79-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 79-5, 79-7 და 79-8 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 86-3 და 159-5–159-9 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
22. პირს ამ კოდექსის 177-16 ან 177-17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.
23. პირს ამ კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  38

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, როდესაც დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, მას ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სახდელის დამდები უფლებამოსილი ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის) ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დინება შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის შეფარდებისას.
5. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების დადებისას გამოიყენება იმავე კანონით დადგენილი ვადები.
6. ამ კოდექსის 165-11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.