Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 268 საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა. 1. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე. 2. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაჰბარდება ან გაეგზავნება იმ პირს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს დადგენილება. დადგენილების ასლი ასევე 3 დღის ვადაში ჩაჰბარდება დაზარალებულს მისივე თხოვნით. სასამართლო დადგენილების ასლს უგზავნის აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ ორგანოს. 3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე სამართალდამრღვევისთვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2, მე-4 და 4-2 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე. 4. დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 5. საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლი საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდება იმ პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი ეს დადგენილება. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 268 6. ამ კოდექსის 167-ე მუხლით და 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იმ პირთა მიმართ, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები ჩაბარებული ჰქონდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ დროებით სარგებლობისათვის ჰქონდათ გადაცემული, დადგენილების ასლი ეგზავნება შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ცნობისათვის და შინაგან საქმეთა ორგანოს – ამ პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის აკრძალვის საკითხის განსახილველად. 7. ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას დამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად. 8. თუ ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სასამართლო დადგენილების პირისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ვრცელდება და პირისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გავრცელებიდან მე-3 დღეს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 268 9. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებისა და ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილებისა) მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ცხადდება და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოცხადებიდან მე-3 დღეს. 10. ამ კოდექსის 177-16 ან 177-17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე − მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა. |