Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი. 1. უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონს. 2. მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტი. მთავრობის თავმჯდომარე მომდევნო საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტს უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 თვისა. ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვისა. 3. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს დამატებითი ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე article 7 4. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში. 5. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ხარჯები დაიფარება კანონით დადგენილი წესით, წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით. 6. ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით. 7. ბიუჯეტის კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შედგენისა და განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. |